ადვოკატ მარიამ პატარიძის ცნობით, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილზე განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში აგრესიულობით გამოირჩეოდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელმაც საკუთარი თავი არ წარუდგინა დაკავებულებს - მარიამ პაიჭაძეს, გურამ მაცხონაშვილსა და სონა კალანდაძეს.
როგორც ცნობილია, ის აქტიურად ცდილობდა აქტივისტების ტელეფონების დათვალიერებას, თუმცა გურამ მაცხონაშვილს ტელეფონი თან არ ჰქონდა და ამის გამო კეფაში რამდენჯერმე ჩაარტყეს.
ამასთან, პოლიციის განყოფილებაში შეყვანის დროს სონა კალანდაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და თმით მოქაჩეს. თმით მოქაჩეს მარიამ პაიჭაძეც.
მაცხონაშვილი, პაიჭაძე და კალანდაძე გუშინ, 18 იანვარს, თემქის განყოფილებასთან დააკავეს.
როგორც ცნობილია, დაკავებულებს ნიღბის ტარებას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან. დიდი ალბათობით, სასამართლო პროცესი ორშაბათს ჩაინიშნება.