"თუ გასასვლელს გახსნით და დაწყნარდებით, მოგცემთ ინტერვიუს", - განაცხადა მურუსიძემ.
თბილისში, რესტორან ბაბილოში მოსამართლეები იკრიბებიან. ადგილზე შეკრებილი არიან პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები და მოქალაქეები და საპროტესტო აქციას მართავენ.
ადგილზე მისულ მოსამართლეებს მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ისინი ითხოვდნენ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ გაუშვეს უდანაშაულო ახალგაზრდები ციხეში.
რესტორანთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძეც გავიდა, თუმცა კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
"თუ გასასვლელს გახსნით და დაწყნარდებით, მოგცემთ ინტერვიუს", - განაცხადა მურუსიძემ.