თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე 30 წლამდე კაცი დაჭრეს. ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით არის დაჭრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური შემთხვევა ყოფით ნიადაგზე მოხდა.

30 წლამდე კაცი კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფორმულას ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.