თბილისში გლოვოს კურიერს პნევმატური იარაღით თავს დაესხნენ

თბილისში გლოვოს კურიერს პნევმატური იარაღით თავს დაესხნენ

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს პნევმატური იარაღით დაესხნენმ

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

ცნობილია, რომ დაშავებულ თემო სიგუას, ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი და ამ დროისთვის იგი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. არ არის გამორიცხული ქირურგიული ჩარევის საჭიროებაც.

დედის განცხადებით, სიგუამ კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამას მოჰყვა თავდასხმა კურიერზე.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის უცნობია, დაკავებული არიან თუ არა თავდამსხმელები.