თავისუფლების მოედანმა მანიფესტი წარადგინა

თავისუფლების მოედანმა მანიფესტი წარადგინა

პარტია თავისუფლების მოედანმა მანიფესტი წარადგინა. მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბაკურ კვაშილავას თქმით, მანიფესტის მიზანია, რომ ფართო საზოგადოებას, აქტივისტებს პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებას მათი ხედვა გააცნონ თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა.

ასევე, თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის თქმით, პარტიას "კონსულტაციები ექნება და ყველა იმ პარტიას მოიწვევენ, ვისთვისაც დემოკრატია და მიმდინარე პროტესტი ძვირფასია".

"ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რამდენიმე ძირითადი ეტაპი აქვს. ჩვენ ძალიან წარმატებით გავიარეთ, ჩემი აზრით, დარწმუნების და პროტესტის ეტაპი, როდესაც ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, რომ ეს პარტია უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას. კიდევ მეტი უნდა დავარწმუნოთ ამაში.

გვექნება კონსულტაციები, ვიწვევთ ყველა პარტიას, ვისთვისაც დემოკრატია და თავისუფლება და ეს პროტესტი ძვირფასია, რომ ჩვენთან ერთად იმსჯელოს ამ საკითხებზე. ჩვენ ყველას შევხვდებით, ყველას გავესაუბრებით, ასევე როგორც არაფორმალურ ჯგუფებს, სამოქალაქო ჯგუფებს, სოციალური მედიის ჯგუფებს. იმისათვის, რომ გავაცნოთ მათ ჩვენი ხედვა, მათი აზრიც მოვისმინოთ და საბოლოოდ გვქონდეს საერთო სტრატეგია ამ ბრძოლაში", - თქვა ცუცქირიძემ ფორმულასთან.

ასევე, თავისუფლების მოედნის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, აზა გაბუნიამ განაცხადა, რომ საუბარი იყო იმ გზებზე, ისინი "როგორ შეეცდებიან იმას, შეებრძოლებას, მაგრამ ნაკლები ზიანი მიიღონ".

"მნიშვნელოვანია, რომ გავიდეთ, ყველა ჯგუფს, ამომრჩევლებს, ადამიანებს ველაპარაკოთ და ერთად შევქმნათ ისეთი ძალები, ისეთი მექანიზმები, რომლებიც დიქტატურის დასრულებაში დაგვეხმარება", - განაცხადა გაბუნიამ.