ტვ პირველის თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ტვ პირველის თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ტვ პირველის თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია ტვ პირველის თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო", - წერია განცხადებაში.

საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ტელეკომპანიის ცნობით, მის გადამღებ ჯგუფს ბულაჩაურის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომის დაცვის თანამშრომელმა უფლება არ მისცა, თბილისისთვის განკუთვნილი ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები გადაეღო.