ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება დააპაუზა

ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება დააპაუზა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა დროებით შეაჩერა, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილია, დახმარების შეჩერება შეეხება ყველა სამხედრო ტექნიკას, რომელიც ჯერ უკრაინაში არ არის. მათ შორისაა იარაღი, რომელიც ტრანზიტშია და პოლონეთის საწყობებშია

გადაწყვეტილება, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს პირებთან შეხვედრების შემდეგ მიიღეს.

"პრეზიდენტი მშვიდობას ესწრაფვის და პარტნიორებისგანაც იგივე მიდგომას ელის. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება," – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.