ტრამპმა რუსეთს 10-დღიანი ვადა მისცა უკრაინაში ომის შესაწყვეტად

ტრამპმა რუსეთს 10-დღიანი ვადა მისცა უკრაინაში ომის შესაწყვეტად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთს 10-დღიანი ვადა მისცა, რათა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. ვადა 29 ივლისიდან იწყება.

„ათვლა იწყება დღევანდელი დღიდან,“ – განაცხდა ტრამპმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, თუ რუსეთი ვადაში არ გადადგამს ნაბიჯებს, აშშ ტარიფებსა და სხვა ეკონომიკურ ზომებს დააწესებს.

„არ ვიცი, იმოქმედებს თუ არა ეს რუსეთზე, მაგრამ რუსეთს, როგორც ჩანს, ომის გაგრძელება უნდა,“ – დასძინა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა 28 ივლისს გამოთქვა იმედგაცრუება ვლადიმერ პუტინის მიმართ და განაცხადა, რომ შეამცირებს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად რუსეთისთვის მანამდე განსაზღვრულ 50-დღიან ვადას.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრამპის ახალ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა.