
პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის აკეთებდა მოწოდებებს სახელმწიფო დამხობასთან დაკავშირებით, ცხადია, ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო, საზოგადოებისთვის რომ მიეჩვიათ აღნიშნულ თემაზე საუბარი. დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა, ეს ყველაფერი კანონით ისჯება. თუ ვინმეს, ჰგონია, რომ ამ ტიპის ფაქტებს რეაგირება არ მოჰყვება, ძალიან ცდებიან.
ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული ფაქტები. დაველოდოთ, არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე. ეს ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, აგენტურამ, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც არ ისვენებენ და ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ და გამოეხმაურა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის დაკავებას.
პროკურატურის თანახმად, ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება - უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.