
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შესაძლოა მიმდინარე ან მომდევნო კვირას ჩავიდეს.
ამის შესახებ მან ფრანგ და ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომლებიც ოვალურ კაბინეტში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ შეიკრიბნენ.
ტრამპის თქმით, ის შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ვაშინგტონში ჩავა, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე.
"მე შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის. სინამდვილეში, ის შეიძლება ჩამოვიდეს მიმდინარე ან მომდევნო კვირას, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, და... რაც იქნებოდა ძალიან კარგი, მე სიამოვნებით შევხვდებოდი მას", - თქვა დონალდ ტრამპმა.
მან ასევე დასძინა, რომ ჯერ ზუსტად არ იცის, თუ როდის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თუმცა მანამდე ის ამბობდა, რომ მათ შორის შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართებოდა.
"მე არ ვიცი, როდის დავილაპარაკებთ. რაღაც მომენტში მე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს", - თქვა ტრამპმა.