
თეთრ სახლში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპასა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაიწყო.
ტრამპის თქმით, ზელენსკისთან გაიხილავს იმ თემებს, რომლებიც მან რუსეთის მეთაურთან სატელეფონო საუბარში განიხილა.
მან შეხვედრის დაწყებამდე პუტინთან უნგრეთში გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ეს იქნება ორმხრივი შეხვედრა, რომელიდანაც, პარალელურად, კავშირზე იქნებიან ზელენსკისთან.
"ბატონი ზელენსკი ძლიერი ლიდერია, რომელმაც ბევრი გამოიარა. ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად ვეწყობით. ზელენსკიმ ბევრს გაუძლო და ჩვენ ეს მასთან ერთად გავაკეტეთ. განვიხილავთ, რა ვისაუბრე გუშინ პუტინთან.
ომშიბევრი ადამიანი მოკვდა. ჩვენ ამ ომის დასრულება გვინდა...
პუტინთან შეხვედრა ორმაგი იქნება. მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკისთან კავშირზე ვიქნებით. მათ შორის ცუდი ურთიერთობაა. ღაზის ომის შემთხვევაში ლიდერებს ერთმანეთი არ მოსწონდათ. არც ამ ორ ლიდერს მოსწონს ერთმანეთი. ეს შეხვედრა ყველასთვის კომფორტული უნდა იყოს.
ვნახოთ რა მოხდება. მგონია, რომ მას [პუტინს] ომის დასრულება უნდა. მას ველაპარაკე გუშინ და ბევრი დეტალი განვიხილეთ. ზელენსკისაც სურს დასრულება ომის', - თქვა ტრამპმა.
ზელენსკიმ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პუტინი ომის დასასრულებლად მზად არ არის და დაამატა, რომ მოსკოვმა ომში დიდი დანაკარგები განიცადა.
"ღაზაში წარმატებულ ცეცხლის შეწყვეტას გილოცავთ. თქვენ ეს შეძელით და ამ ძალისხმევის გამოყენება შესაძლებელია უკრაინის ომის დასრულებაში. მგონია, რომ პუტინი არ არის მზად ომის დასასრულებლად, მაგრამ მწამს, რომ თქვენი დახმარებით ამ ომს შევაჩერებთ. ვხედავ, რომ წარმატებას ვერ აღწევენ ფრონტზე. მათმა არმიამ დიდი დანაკარგი განიცადა, ისევე როგორც ეკონომიკამ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. მადლობას გიხდით ჩვენი სატელეფონო საუბრით.
ასევე მქონდა საუბარი ამერიკულ დიდი ენერგოკომპანიებთან და ისინი მზად არიან დაგვეხმარონ, რუების მიერ ჩვენს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ. ასევე შევხვდი სამხედრო კომპანიებთან, რის დეტალებსაც თქვენ გაგიზიარებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.