
[რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით] არაფერი მოხდება, ვიდრე მე და პუტინი არ შევხვდებით. რა თქმა უნდა, ის იქ [თურქეთში] არ ჩავიდოდა, მე თუ იქ არ ვიქნებოდი. არაფერი მოხდება, ვიდრე ჩვენი შეხვედრა არ შედგება.
უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.
თურქეთში იმყოფება ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმერ პუტინი კი არ ჩასულა.