
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვლადიმირ პუტინს 15 აგვისტოს, ალიასკის შტატში შეხვდება.
"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა გაიმართება მომავალ პარასკევს, 2025 წლის 15 აგვისტოს, ალასკის დიდ შტატში. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!", - წერს ტრამპი.
ორი ლიდერის შეხვედრის ადგილად რამდენიმე ქვეყანა მოიაზრებოდა.
საერთაშორისო მედიები იტალიაზე, კერძოდ, რომზე საუბრობდნენ, ხოლო რუსული მედია ამგვარ ლოკაციად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ასახელებდა.