ტრამპი: მე ვთქვი, რომ ზელენსკი დიქტატორია? მიჭირს დაჯერება, რომ ამას ვიტყოდი

ტრამპი: მე ვთქვი, რომ ზელენსკი დიქტატორია? მიჭირს დაჯერება, რომ ამას ვიტყოდი

BBC-ის პოლიტიკურმა რედაქტორმა, კრის მეისონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰკითხა ,,კვლავ სჯეროდა თუ არა იმის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი "დიქტატორია"", რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "უჭირს იმის დაჯერება, რომ მან ეს თქვა".

"მე ვთქვი, რომ ზელენსკი დიქტატორია? მიჭირს დაჯერება, რომ ამას ვიტყოდი", - თქვა ტრამპმა.

გასულ კვირას, დონალდ ტრამპმა ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა.

დიქტატორი არჩევნების გარეშე - ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება. ამასობაში, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე რუსეთთან, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ "ტრამპი" და ტრამპის ადმინისტრაცია გააკეთებს. ბაიდენმა არასდროს სცადა, ევროპამ ვერ მოახერხა მშვიდობის მიღწევა, და, ალბათ, ზელენსკის "ფულის ნაკადის" გაგრძელება სურს",- დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 თებერვალს საკუთარ სოცქსელ Truth Social-ში.

ამ წუთებში, დონალდ ტრამპი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერს თეთრ სახლში ხვდება.