ტრამპი: მე 7 ომი დავასრულე, გაეროსგან 1 სატელეფონო ზარიც არ მიმიღია

ტრამპი: მე 7 ომი დავასრულე, გაეროსგან 1 სატელეფონო ზარიც არ მიმიღია

გაეროში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ მას დახმარება არ შესათავაზა მაშინ, როცა ტრამპი შვიდი კონფლიქტის დასრულებას შუამავლობდა.

მისი თქმით, მან ხელი შეუწყო კონფლიქტების დასრულებას კამბოჯასა და ტაილანდს, კოსოვოსა და სერბეთს, კონგოსა და რუანდას, პაკისტანსა და ინდოეთს, ისრაელსა და ირანს, ეგვიპტესა და ეთიოპიას, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

„7 ომი დავასრულე, გაეროსგან კი სატელეფონო ზარიც არ მიმიღია... ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი მე მომიწია, იმის ნაცვლად, რომ გაეროს გაეკეთებინა. გაეროსგან მხოლოდ ორი რამ მივიღე: ცუდი ესკალატორი და სუფლიორი“, — თქვა ტრამპმა.

მან სინანული გამოთქვა, რომ ჯერ არ მიუღია ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ განაცხადა, რომ „ჩემთვის, ნამდვილი პრიზი იქნება მილიონობით ადამიანი, რომელიც აღარ დაიღუპება უსასრულო ომებში“.

კონტექსტისთვის, სიტყვით გამოსვლამდე ესკალატორი, რომელზეც დონალდ ტრამპი იდგა მწყობრიდან გამოვიდა, სიტყვით გამოსვლამდე გაფუჭდა სუფლიორიც.