ხაბეიშვილი: 4 ოქტომბერი, რომელიც გამარჯვების დღეა, უპრეცედენტოდ ბევრნი უნდა ვიყოთ

მონატრებული სალამი აბსოლუტური იზოლაციიდან, არა წერილი, არა დარკევა, არა ოჯახთან შეხვედრა, არა ტელევიზორი, არა რადიო, არა საათი, მაგრამ კი გამარჯვება. კი 4 ოქტომბერი, 4 ოქტომბერი, რომელიც გამარჯვების დღეა, უპრეცედენტოდ ბევრნი უნდა ვიყოთ. უიმედობის კედელი მკვეთრად დაბზარულია. ამ ორ კვირაში ამ კედლის საბოლოო დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გზავნილს, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა, TV პირველი ავრცელებს.