პროტესტის მე-300 დღე - თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

პროტესტის მე-300 დღე - თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

პროტესტის მე-300 დღეს თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს.

ამ წუთებში, მსვლელობის მონაწილეები 300 არაგველის ძეგლიდან პარლამენტისკენ მიემართებიან.

პროტესტის დაწყებიდან მე-300 დღეს აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - "თავისუფლების, დემოკრატიის, კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა".

მოქალაქეები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ მანამ, სანამ საჭიროა.

რუსთაველის გამზირზე ასევე დაგეგმილია პოლიტპატიმრებზე ფილმის ჩვენება და გამოფენა.