
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ჰამასის ლიდერებს აფრთხილებს, რომ მათ შეთანხმების დასადებად დრო მხოლოდ კვირამდე, აშშ-ის დროით 18:00 საათამდე (თბილისის დროით: ორშაბათი, 02:00 საათი) აქვთ.
ტრამპი წერს, რომ აშშ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარება აუცილებლობას წარმოადგენენ.
იგი ყველა "უდანაშაულო პალესტინელს" მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გადავიდნენ ღაზის სექტორის უსაფრთხო ნაწილში.
"ჰამასი მრავალი წლის განმავლობაში იყო დაუნდობელი და ძალადობრივი საფრთხე ახლო აღმოსავლეთში! მათ მოკლეს (და საშინლად გააუბედურეს) უამრავი ადამიანის სიცოცხლე, რისი კულმინაციაც ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა იყო, როცა ისრაელში მოკლეს ჩვილები, ქალები, ბავშვები, მოხუცები და ბევრი ახალგაზრდა კაცი და ქალი, ბიჭი და გოგო, რომლებიც ემზადებოდნენ თავიანთი მომავალი ცხოვრების შესაქმნელად. 7 ოქტომბერს ცივილიზაციაზე თავდასხმისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, 25,000-ზე მეტი ჰამასის „ჯარისკაცი“ უკვე მოკლულია. დანარჩენის უმეტესობა ალყაშია მოქცეული, უბრალოდ ელოდება ჩემგან ერთი, რათა მათი სიცოცხლე სწრაფად დასრულდეს. დანარჩენების შესახებ, ჩვენ ვიცით, სად და ვინ ხართ, და თქვენზე ინადირებენ და მოგკლავენ. მე მოვუწოდებ ყველა უდანაშაულო პალესტინელს, დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ტერიტორია, სადაც შესაძლოა მომავალში დიდი სიკვდილიანობა იყოს, და გადავიდეს ღაზის უსაფრთხო ნაწილებში. ყველას კარგად მოუვლიან ისინი, ვინც მზადაა დასახმარებლად. თუმცა, ჰამასისთვის საბედნიეროდ, მათ მიეცემათ უკანასკნელი შანსი! დიდმა, ძლიერმა და ძალიან მდიდარმა ახლო აღმოსავლეთის და მიმდებარე ტერიტორიების ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ისრაელის თანხმობით, მიაღწიეს შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაზე 3000 წლის შემდეგ. ეს შეთანხმება ასევე იხსნის ჰამასის ყველა დარჩენილი მებრძოლის სიცოცხლესაც! დოკუმენტის დეტალები მსოფლიოსთვის ცნობილია და ეს დიდი შეთანხმებაა ყველასთვის! ჩვენ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა გვექნება, ასე თუ ისე. ძალადობა და სისხლისღვრა შეწყდება. გაათავისუფლეთ მძევლები, ყველა მათგანი, მათ შორის დაღუპულთა ცხედრებიც, ახლავე! შეთანხმებას ჰამასთან უნდა მიაღწიონ კვირას, საღამოს 6 საათამდე, ვაშინგტონის დროით. ყველა ქვეყანამ ხელი მოაწერა! თუ ამ უკანასკნელი შანსის შეთანხმება არ შედგება, მთელი ჯოჯოხეთი, როგორიც არავის არასდროს უნახავს, ატყდება ჰამასის წინააღმდეგ. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა იქნება, ასე თუ ისე. მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
29 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ შეხვედრაზე „ღაზას კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმა“ გამოაქვეყნა.
ამ წინადადების მიზანია თითქმის ორწლიანი ომის დასრულება, რამაც ისრაელი მზარდი საერთაშორისო იზოლაციის წინაშე დააყენა.
ტრამპის მიერ წარმოდგენლი სამშვიდობო გეგმის დებულებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: