შსს-ის თქმით, აქტივისტებზე თავდამსხმელი 1 პირი იდენტიფიცირებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი

შსს-ის თქმით, აქტივისტებზე თავდამსხმელი 1 პირი იდენტიფიცირებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი

"ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იდენტიფიცირებული და დაკითხვაზეა გადაყვანილი 1 ადამიანი, რომელიც ევროპის მოედანთან აქტივისტებს თავს დაესხა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში. საზოგადოებას მალე მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მომხდარი შემთხვევის სხვა დეტალების შესახებაც", - წერს შსს.

ახალგაზრდა აქტივისტებს სხვადასხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებული 10-მდე ადამიანი თავს, დაახლოებით, 1 საათის წინ დაესხა.

შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრს იგორ ნარმანიას და 15 წლის ბიჭს თავი აქვთ გატეხილი.