ტრამპი: ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ

გუშინ სამხედრო თვალსაზრისით უზარმაზარი წარმატება გვქონდა — ბომბი პირდაპირ მათ ხელიდან გამოვტაცეთ (და რომ შესძლებოდათ, აუცილებლად გამოიყენებდნენ!). მაგრამ, როგორც ყოველთვის, და მიუხედავად იმ უამრავი შექებისა და აღიარების, რაც მივიღეთ, ეს უმნიშვნელო კონგრესმენი მაინც ეწინააღმდეგება იმ ბრწყინვალე ოპერაციას, რაც წუხელ ირანში განხორციელდა. MAGA (ake America Great Again — გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი) არ არის ზარმაც, პოპულისტ და უშედეგო პოლიტიკოსებზე, რისი ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი აშკარად თომას მასია. დიდი მადლობა ჩვენს საოცარ სამხედრო ძალებს გუშინდელი წარმოუდგენელი შრომისთვის. ეს ნამდვილად განსაკუთრებული ღამე იყო!!!

დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც პასუხობს რესპუბლიკელ კონგრესმენ თომას მასის კრიტიკას. მასიმ აშშ-ის ირანზე განხორციელებული იერიშები არაკონსტიტუციურად შეაფასა.