ტიბეტში მომხდარ მიწისძვრას 95 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 130

ტიბეტში მომხდარ მიწისძვრას 95 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 130

დღეს, ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, ტიბეტში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 95 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 130 დაშავდა.

ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა ტინგრის რაიონში, ნეპალთან საზღვრის მახლობლად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე 1 500-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ადგილობრივ ხელისუფლების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ნეპალის დედაქალაქ კატმანდუშიც იგრძნობოდა.