სპორტში ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები. მაქსიმუმი გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის, რაც შემეძლო... ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო, როდესაც მმართველი ძალისგან მივიღე შემოთავაზება, რასაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. მინდა ვიყო იმ გუნდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოს მოუტანს ერთობას, მშვიდობას და აუცილებლად შევალთ და გავხდებით ევროპის წევრი ქვეყანა... ყველას ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რასაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი... ჩემთვის სასიხარულოა, როდესაც ასეთი წარმატებული ადამიანების გვერდით ვარ, მომეცა ოცეულში ყოფნის [შესაძლებლობა]. ვთვლი, რომ ეს ჩემი დაფასებაც არის. ძალიან სასიხარულო არის და ჩემი ეს ნაბიჯი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის [სასიკეთო]... ვთვლი, რომ ჩემი ნაბიჯით საქართველოს ძალიან დიდ წარმატებას მოვუტან, პირობას ვდებ, რომ იქაც ჩემპიონი ვიქნები.
განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ქართული ოცნების სიის მე-7 ნომერმა, ლაშა ტალახაძემ შაბათის ფორმულას ეთერში.