
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რუსთავში, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
უწყების განცხადებით, დაკავებული 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და დღემდე ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა.
"კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი", - წერია განცხადებაში.
ცნობილია, რომ დაკავებული სახლის ჩხრეკისას სუს-მა სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრომოწყობილობები ამოიღეს.