დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, რუსეთის სტრატეგია, რომელიც ელოდება დასავლეთს, როდის დაიღლება, არ გამოდგება.
"უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება. რუსეთის სტრატეგია, რომელიც ელოდება დასავლეთს, როდის დაიღლება, მოიწყენს და [უკრაინას] არ დაეხმარება, არ გამოდგება.
ახლა ჩვენ მოკავშირეებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სახის გრძელვადიანი მრავალმხრივი და ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები შეგვიძლია დავდოთ უკრაინასთან", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.
სუნაკის თქმით, რუსეთისთვის სწორი და ერთადერთი მოქმედების გზა უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა და პუტინის მიერ გაჩაღებული ომის შეჩერებაა.