სუმის ოლქზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"სუმის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე, დაშავებულთა კი 20-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში 3 ადამიანი რჩება", - აცხადებს სუმის საქალაქო საბჭო.
რუსულმა ძალებმა სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის ცნობით, რუსეთმა თავდასხმა ქალაქ სუმზე გუშინ, საღამოს 8 საათზე განახორციელა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გაადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.