სტარმერი: პუტინი ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის გაჭიანურებასა და დამატებითი პირობების დაწესებას

სტარმერი: პუტინი ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის გაჭიანურებასა და დამატებითი პირობების დაწესებას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ნორვეგიის, ისლანდიისა და თურქეთის ლიდერებთან ერთად ევროპელ ლიდერებს ესაუბრა და განაცხადა, რომ პუტინი ცდილობს, გააჭიანუროს და დამატებითი პირობები დააწესოს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მცდელობაზე, - ამის შესახებ მისი პრესსპიკერი იტყობინება.

"პრემიერ-მინისტრმა ასევე განიხილა ახალი სამხედრო ქვეგეგმის ჯგუფები, რომლებიც მოიცავს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, აღდგენისა და რეკონსტრუქციის საკითხებს. ამ თემებზე მსჯელობა მომდევნო კვირას სამდღიანი ინტენსიური დაგეგმვის ფარგლებში გაგრძელდება," – აღნიშნა პრესსპიკერმა.