რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაკავება დაიწყო. სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები სრულად დაიკავა.
ამ დროისთვის, მომიტინგეებმა სასტუმრო მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. რამდენიმე სპეცრაზმელი კი მომიტინგეებს დაედევნა და დააკავა.
მანამდე იყო გამაფრთხილებელი სიგნალი და გაუშვეს წყლის ჭავლი.