სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით დაშლას ცდილობს და აკავებს. რობოკოპებმა მშვიდობიანი აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ამ დროისთვის საპოლიციო ძალები რუსთაველის მეტროსთან არიან განლაგებული. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ასევე დგანან კოსტავას ქუჩაზე და მოქალაქეებს არ აძლევენ მიმდებარე ტერიტორიის დატოვების საშუალებას. ადგილზე ვითარება დაძაბულია.

აქციის მონაწილეებს დაედევნნენ მეტროსადგურ რუსთაველშიც.