სპეცრაზმელები ხალხის დარბევას განაგრძობენ - ისინი ე.წ. გაზის კაფსულებს სახურავებიდან ისვრიან.
რუსთაველის თეატრის სახურავიდან ნასროლი 2 კაფსულა ფორმულას ჟურნალისტს, ლუკა ტყებუჩავას მხარსა და თავში მოხვდა - ის და ოპერატორი დაზიანებებს გადაურჩნენ.
აქციის მონაწილეები გაზის კაფსულების განეიტრალებას ცდილობენ.
რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს.
აქციის მონაწილეები პერიოდულად, ლაზერებს ანათებენ სამართალდამცავებს და მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ. სპეცდანიშნულების რაზმი კი მათი მიმართულებით ე.წ. გაზის კაფსულებს ისვრის.