სომხეთმა და აზერბაიჯანმა ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

"დღეს ჩვენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას ვამყარებთ. დღეს ჩვენ ახალ დიდებულ ისტორიას ვწერთ", - განაცხადა ალიევმა ხელის მოწერის შემდეგ.

ფაშინიანმა კი დასძინა, რომ ეს ხელშეკრულება "მშვიდობის შესახებ ახალი თავის გახსნას" წარმოადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ხელშეკრულებით ორი ქვეყანა ვალდებულებას იღებს შეწყვიტოს ყოველგვარი კონფლიქტი და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"სომხეთი და აზერბაიჯანი იღებენ ვალდებულებას, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა სახის კონფლიქტი, აღადგინონ სამოგზაურო და დიპლომატიური ურთიერთობები, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე გვაქვს შედეგი მთავარ საკითხზე - სამომავლო მოლაპარაკებები ნავთობის შესახებ. ამერიკული კომპანიები ამ ორ ქვეყანაში დახარჯავენ ძალიან ბევრ ფულს, რაც ეკონომიკურ ბენეფიტებს მოუტანს ჩვენს სამივე ქვეყანას", - განაცხადა ტრამპმა.