სომხეთის საგარეოს სპიკერი რუსეთის მიერ სომხეთში მდებარე ბაზის გაძლიერებაზე ცნობას ეხმაურება

სომხეთის საგარეოს სპიკერი რუსეთის მიერ სომხეთში მდებარე ბაზის გაძლიერებაზე ცნობას ეხმაურება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ანი ბადალიანი აცხადებს, რომ "სომხეთის ტერიტორია არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე ქვეყნების მიერ მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად".

მანამდე უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე რუსეთი სომხეთში მდებარე სამხედრო ბაზას აძლიერებს.

სომხეთის საგარეოს პრესსპიკერი წერს:

"პრესაში გავრცელებული ზოგიერთი შეთხზული ინფორმაციის საპასუხოდ, სომხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე ქვეყნების მიერ მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად".