სკანდინავიური ავიახაზების ერთ-ერთი თვითმფრინავი იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო, რადგან ბორტზე თაგვი აღმოაჩინეს. თვითმფრინავი ოსლოდან მალაგაში მიფრინავდა და იძულებითი დაშვება კოპენჰაგენში განახორციელა.
თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრი იარლე ბორესტადი მოწმე გახდა იმისა, რომ თაგვი გაიპარა საჭმლის ყუთიდან, რომელიც ფრენის დროს მის გვერდით მჯდომმა ქალმა გახსნა. ბორესტადის თქმით, სიტუაცია ძალიან მშვიდი იყო და ხალხი სტრესში არ ყოფილა.
მკაცრი ზომებიდან გამომდინარე თაგვი თვითმფრინავის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც თვითმფრინავის დაშვება გახდა საჭირო.
მოგვიანებით მგზავრები მაგალაში სხვა თვითმფრინავით გადაიყვანეს.
ავიაკომპანიებს, როგორც წესი, აქვთ მკაცრი შეზღუდვები თვითმფრინავების ბორტზე მღრღნელებთან დაკავშირებით, რათა ელექტროგაყვანილობის დაზიანება თავიდან აიცილონ. როგორც სკანდინავიურ ავიახაზებში აცხადებენ, მსგავსი რამ იშვიათად ხდება.