სიუჟეტში გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ ქვიარ თემის წარმომადგენლები ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების თუ მათი მხარდამჭერი ძალადობრივი ჯგუფებისგან, მუდმივად ზიზღის და სიძულვილის ობიექტები არიან; სადაც, ჰომოფობიური განცხადებები, საპარლამენტო თუ სამთავრობო ტრიბუნებიდან ისმის. ებრძვიან საბავშვო სათამაშოებს, ზღაპრებს, გამომცემლობებსა და საბავშვო ბანაკებს. აგრესიული და ჰომოფობიური ჯგუფები, ხელისუფლებასთან შეთანხმებით - ეწევიან რუსულ პროპაგანდას და ამას ფუთავენ, თითქოს ისინი ლგბტ თემისგან საკუთარ შვილებს იცავენ. ყველაზე მეტად ლგბტ თემატიკაზე - ხელისუფლება და ძალადობრივი ჯგუფები ლაპარაკობენ.