ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის შესახებ წინადადება დაამტკიცა.

ამის შესახებ ევროკომისიის მთავარი სპიკერი პაულა პინიო აცხადებს. მისი თქმით, პაკეტის დეტალებზე ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი დღის ბოლოს ისაუბრებენ.

"კომისიამ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი დღის მეორე ნახევარში გააკეთებს განცხადებას ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასთან ერთად და დააანონსებს სწორედ ამ სანქციების პაკეტს", - თქვა მან.

პინიოს წარდგენის ზუსტი დრო არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის, აღნიშნული სანქციების მე-19 პაკეტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. მის მისაღებად ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.