
რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ტალინთან ახლოს ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსული MIG-31-ები ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ და ტალინს მიუახლოვდნენ, სანამ NATO-ს გამანადგურებლებმა მათ უკან არ დაახევინეს.
Politico-ს წყაროს ცნობით, ესტონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა 3-მა ავიაგამანადგურებელმა დაარღვია და ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით, 9.2 კილომეტრის სიღრმეზე შეიჭრნენ.
გამოცემა ასევე წერს, რომ რუსული ავიაგამანადგურებლები ესტონეთის ტერიტორიაზე თითქმის 12 წუთი წრიულ მოძრაობებს აკეთებდნენ მანამ, სანამ მათ მოსაგერიებლად NATO-ს F-35 ტიპის გამანადგურებლები არ აფრინდნენ.