დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაასანქცირა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოთარ ფარცხალაძესა და ლევან ვასაძეს დაუწესდათ როგორც ფინანსური, ასევე სამოგზაურო შეზღუდვები.

კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, მათ - გაეყინებათ აქტივები, დაუწესდებათ დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, აკერძალებათ მოგზაურობა გაერთიანებულ სამეფოში და დაუწესდებათ სანქციები ტრასტის სერვისებისთვის.

ლევან ვასაძის დასანქცირების საფუძვლად მითითებულია - მისი ჩართულობა ან მონაწილეობა ნებისმიერ პოლიტიკაში ან ქმედების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაში, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, სანქცირების მიზეზად მითითებულია - მონაწილეობა [ამჟამად ან წარსულში] რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მისგან მხარდაჭერის მიღებაში "მოსკოვის ბიზნეს საბროკერო კომპანიის" დირექტორად მუშაობით, რომელიც საქმიანობას ეწევა რუსეთის ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში.