შვედეთის საგარეო ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ეს EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტანდარტი არ არის

შვედეთის საგარეო ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ეს EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტანდარტი არ არის

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის კრიტიკულ ანგარიშსს ეხმაურება და წერს, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის შესაფერისი სტანდარტი არ არის.

"OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულია და ადასტურებს მის წინასწარ დასკვნებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით", - ვკითუხლობთ განცხადებაში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები შემაშფოთებელ ფონზე მიმდინარეობდა.

ამასთან, დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველზე ზეწოლაზე. მათივე ცნობით, არჩევნები OSCE/ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულა.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობასა და შედეგების აღიარებას, ეუთოს განცხადებით, ეს მათი მანდატი არ არის.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არჩევნები ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედების, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შეშფოთებების ფონზე, რაც ზღუდავდა ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას.