შვედეთის საელჩო: მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით

შვედეთის საელჩო: მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით

საქართველოში შვედეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო ქართველებო, გულთბილად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით“, – წერს შვედეთის საელჩო.