შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავა", - ამბობენ შსს-ში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბინებიდან მოპარული ნივთები.