შსს: ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებების დროს 2 ადამიანი დავაკავეთ

შსს: ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებების დროს 2 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებების დროს 2 მოქალაქე დააკავეს.

კერძოდ, შსს-ს თანახმად, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე, არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები, რა დროსაც პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.