შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
65 კაცის ცხედარი გუშინ გამთენიისას ლიფტში ნახეს. ადგილზე იყო ცეცხლის კვალი, რის გამოც ადგილობრივებმა 112-ში დარეკეს. მისამართზე მისულ სამაშველო ბრიგადას ლიფტის შახტში ჩაგდებული გვამი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისმობს.