ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.
ისინი რეაბილიტაციის პროგრამის გაფართოებას ითხოვენ, მათ შორის თერაპიული საშუალებების ჩამონათვალის გაზრდას. ამასთან, მათი მოთხოვნა ოპერაციების სრული დაფინანსებაა.
"ოჯახებს ესაჭიროებათ ბავშვებისთვის მეტი თერაპიების დანიშვნა. ასევე, ჩვენ ვითხოვთ, აქვა თერაპიების დანიშვნას. ვითხოვთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვის სერვისები, განსაკუთრებით რეგიონებზეა საუბარი. რეგიონებში დიდი სირთულეა, ძალიან ბევრი შშმ ბავშვი უყურადღებოდ არის დატოვებული. იქ ელემენტარულად არ არის სერვის ცენტრები", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
გუშინ, შშმ ბავშვთა მშობლები ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ, სადაც იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, თუმცა მშობლებმა კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.