
უბრალოდ არასწორი და საშიშია პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმურობის უარყოფა. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სახელმწიფოს არჩეული მეთაურია. ის, რომ მორიგი არჩევნები შეუძლებელია ჩატარდეს ომის შუაგულში, შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს. არავინ არ უნდა ამტკიცოს საწინააღმდეგო.
თქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Spiegel-თან ინტერვიუში და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და უკრაინაში არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.