ტრაპმა ზელენსკი გააკრიტიკა და უკრაინაში არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა

ტრაპმა ზელენსკი გააკრიტიკა და უკრაინაში არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინას შეთანხმების მიღწევა მანამდე შეეძლო. ტრამპმა ეს განცხადება 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"დღეს გავიგე "ოჰ, ჩვენ არ დაგვპატიჟეს". თქვენ გქონდათ სამი წელი. თქვენ შეგეძლოთ, ეს დაგესრულებინათ. თქვენ ეს არც უნდა დაგეწყოთ. თქვენ შეგეძლოთ შეთანხმება" - თქვა მან.

ტრამპმა გუშინ საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დადებითად შეაფასა, უკრაინას კი ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არჩევნები არ გვქონია უკრაინაში - სადაც გვაქვს საომარი მდგომარეობა და უკრაინის ლიდერი, მძულს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი 4%-მდე დაეცა"- თქვა ტრამპმა.

რა თქვა რუსულმა და ამერიკულმა მხარემ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ