ორბელიანების სასახლეში ისევ საზოგადოებაა შეკრებილი. აქტიურობს სალომე ზურაბიშვილი. ამ წუთებში, სამოქალაქო პლატფორმა "შინ მომავლისთვის" პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილი აკრიტიკებს მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს დიასპორის მოთხოვნები.