ამ წუთებში თბილისში მსვლელობა იწყება - მარში სახელწოდებით, შენი ხმა ევროკავშირს, რესპუბლიკის მოედნიდან ზუსტად 14 საათზე დაიწყო. მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან და ევროკავშირის დროშას გაშლიან.
როგორც 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მარშს შეუერთდება. მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველო რამდენიმე დღეში გადამწყვეტ გზავნილს ელოდება, გაერთიანება მნიშვნელოვანია.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.