
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 4 პირს - გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენსტა და ალექსანდრე გოგოლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა.
საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულთა პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება.
მანამდე, გადაწყვეტილება გამოცხადდა თორნიკე მჭედლიშვილის, აბო ნავერიანის, ევა შაშვიაშვილისა და დავით სტურუას საქმეებზე - მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ სულ 23 ადამიანი დააკავა, კიდევ 3-ს ეძებენ.
4 ოქტომბერსვე დააკავეს მოძრაობა ეროვნული კრების ლიდერები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
მათ 7 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.