
ახმეტის მუნიციპალიტეტში 70 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ზემო ხოდაშენში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების თქმით, კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. მას დაზიანება მუცლის არეში აქვს მიღებული.
ის კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს. შსს-ს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.