შეხვედრა რამშტაინის ბაზაზე

შეხვედრა რამშტაინის ბაზაზე

საკონტაქტო ჯგუფმა შექმნიდან ერთ წელიწადში უკრაინის სამხედრო დახმარება 10-ჯერ გაზარდა და უკვე 55 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რამშტაინის ფორმატში პარტნიორები დღეს მე-11 შეიკრიბნენ და კვლავ უკრაინის არმიის საჭიროებები განიხილეს. 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს შორის რამშტაინის ბაზაზე გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც დაესწრო. ბოლო თვეების განმავლობაში მოკავშირეებმა უკრაინას 230 ტანკი და 1500-ზე მეტი ჯავშან მანქანა გადასცეს. რამდენიმე კვირაში კი გერმანიის პოლიგონზე უკრაინელი ტანკისტები ამერიკული აბრამსების მართვის შესწავლასაც დაიწყებენ.