ფაშინიანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე: ჩვენ უკეთესი მომავლისთვის ვქმნით საფუძველს

ფაშინიანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე: ჩვენ უკეთესი მომავლისთვის ვქმნით საფუძველს

სომხეთის პრემიერმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენზიაზე განაცხადა, აზერბაიჯანთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება "მნიშვნელოვანი ნიშნუელია" ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

მისი თქმით, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს კონფლიქტის დასრულებას და გზას გაუხსნის ახალ ეპოქას, რომელიც დაფუძნებული იქნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე.

"ჩვენ მნიშვნელოვან ნიშნულს მივაღწიეთ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. ჩვენ ვაგებთ საფუძველს იმისთვის, რომ დავწეროთ უკეთესი ისტორია, ვიდრე წარსულში გვქონდა. ეს მიღწევა პრეზიდენტ ტრამპის პირადი ჩარევისა და მისი მშვიდობისაკენ მისწრაფების გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა.

სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება გზას გაუხსნის ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტის დასრულებას ჩვენს ქვეყნებს შორის და შექმნის ახალ ერას, რომელიც დაეფუძნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

დღევანდელი დეკლარაციები, რომლებსაც პრეზიდენტ ტრამპიც მოაწერს ხელს, როგორც მოწმე, გვაძლევს თავდაჯრებულობას, რომ ვხსნით მშვიდობის, კეთიოლდღეობის, უსაფრთხოვებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ თავს სამხერეთ კავკასიაში", - თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ე.წ. ტრამპის დერეფანზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ეს პროექტი მთლიანი რეგიონისთვის დიდ ეკონომიკურ სარგებელს შექმნის.

"ამ კონტექსტში, მსურს აღვნიშნო რეგიონში შეთანხმება სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის შესახებ შესახებ, რომელიც ეფუძნება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიოანობისა და იურისდიქციის პრინციპებს. აშშ-სთან ერთად, სომხეთი იმუშავებს, რომ აამოქმედოს ტრამპის დერეფანი, რომელიც მთლიანი რეგიონისთვის გრძელვადიან სარგებლებს შექმნის. იგი წაახალისებს ინფრასტრუქტურულ ინვესტივციებს, გააძლიერებს რეგიოინულ კავშირებსა და ასევე აშშ-ის, როგორც კონფლიქტის გადამჭრელის, ძლიერებას", - განაცხადა მან.

სიტყვის ბოლოს, ფაშინიანმა ტრამპსა და მის გუნდს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაში ჩადებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

"მსურს მადლობა მოვუხადო პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ამ მნიშვნელოვანი შედეგის დამყარებისთვის. ეს არის წარმატება ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი რეგიონებისთვის. ეს წარმატებაა მთელი მსოფლიოსთვის, რადგანაც უსაფრთხო რეგიონი ნიშნავს უსაფრთხო მსოფლიოს", - თქვა სომხეთის პრემიერმა.